მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება - ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება - ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 18:13|rustavi2.ge

ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე ("ქილერა") დამნაშავედ ცნო. და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს!- წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება.

“მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება, რითაც არ უნდა შეიფუთონ მათი უსამშობლო ქომაგები; ნაცჯალათები, სადაც არ უნდა იმალებოდნენ, მაინც მოხვდებიან ციხეში.

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე ("ქილერა") დამნაშავედ ცნო; ორივე ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლითა და 6 თვით საპატიმრო განესაზღვრა.

​დანაშაულის არსი: 2011 წელს დაკავებული ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებისგან „კუს ტბის“ წილების (დაახლოებით 4 000 000 ლარის ღირებულების) იძულებით დათმობის მიზნით, გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით ხორციელდებოდა სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ციხის თანამშრომლებისა და სხვა პატიმრების ჩართულობით.

2011 წელს, პატიმრობაში წამებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ, გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ „კუს ტბის“ წილები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 4 000 000 ლარს შეადგენდა.

და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს! და ვერც საქართველოს ააყირავებენ აგენტოკრატიის გაშმაგებული, მაგრამ ფუჭი ძალისხმევით!”- წერს გია აბაშიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართველიშვილი: ომში გახვეულმა უკრაინამ, ადეიშვილის ძალისხმევით, ალექსანდრე "ქილერა" მუხაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება

გიორგი უდესიანმა პირადადაც იძალადა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, რა დროსაც დაემუქრა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ძმის გაუპატიურებითა და მკვლელობით - პროკურორი ლაშა ცქვიტარია

გიორგი უდესიანმა პირადადაც იძალადა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, რა დროსაც დაემუქრა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ძმის გაუპატიურებითა და მკვლელობით - პროკურორი ლაშა ცქვიტარია

რუსთავი 2

პრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

რუსთავი 2

ნინო წილოსანი: "სტუდია მონიტორი" სიცრუის და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუეს ირჩევს, იძლევა საფუძველს, მის სანდოობაზე კითხვები დაისვას, რასაც პასუხი ფეისბუქმა გასცა - "სტუდია მონიტორის" გვერდი სოცქსელიდან წაიშალა