მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მწვავდება - ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მწვავდება - ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევს

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მწვავდება - ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევს

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 21:44|rustavi2.ge

სხდომა ჩატარდა, თუმცა სააკაშვილის პარტიამ დარბაზის კარი ყველას დაუხურა, მათ შორის ამჟამინდელ თავმჯდომარესაც, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი გვარდიის სრული შემადგენლობა უკვე ღიად აუჯანყდა. მით უფრო მას შემდეგ, რაც ბოკუჩავამ პოლიტიკური ომის ახალი ფაზა დაიწყო - პარტია მიტაცებულად, პოლიტსაბჭოს სხდომა კი არალეგიტიმურად გამოაცხადა. სააკაშვილის ბანაკის ძველი წევრები მოქმედი თავმჯდომარის ბრალდებებს უკვე აღარ იღებენ. თავად ბოკუჩავას პარტიასთან არასწორი მეთოდებით ბრძოლაში, სიყალბის გავრცელებასა და მავნე მანიპულაციებში ადანაშაულებენ. იქვე, იმასაც ამტკიცებენ, რომ თავმჯდომარემ, რომელიც პარტიას ორი წელი ხელმძღვანელობდა, წესდებაც კი არ იცის.

სხდომის ოქმი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა უკვე მოითხოვა, თუმცა თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ გენერალურმა მდივანმა, სააკაშვილის ბრძანებით, ეს დოკუმენტიც გადამალა. სწორედ პეტრე ცისკარიშვილს, მსჯავრდებულ ლიდერს და ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრებსაც ადანაშაულებს არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს ჩატარებასა და ხელმოწერების გაყალბებაში.

მთავარ პასუხისმგებელს კი პასუხისმგებლობის ასაღებად ჯერ არ სცალია, რადგან ექს-პრეზიდენტი ახლა მხოლოდ მისი მიხვრა-მოხვრის მქონე ციფრული ავატარის შექმნითა და საკუთარი თავის მითოლოგიურ პერსონაჟებთან გაიგივებითაა დაკავებული. თავი ამჯერად ოდისევსი ჰგონია - ჰომეროსის ეპიკური პოემა „ოდისეის“ მთავარი გმირი. ოპოზიციონერები კი მისი ცოლის, პენელოპეს, ხელის მთხოვნელები არიან, რომლებიც, მისი თქმით, მხოლოდ მის განადგურებას ცდილობენ.

სააკაშვილის პოლიტიკური განადგურების სურვილი არასდროს დაუმალავთ ოპოზიციაში, უფრო კონკრეტულად კი - „ფედერალისტებს“. არც ახლა, როდესაც აბსტრაქტულ განცხადებებს აკეთებს - საუბრობს ოდისევსობაზე ან საკუთარ თავს დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძესა და ნელსონ მანდელას ადარებს, რომლის მსგავსადაც საკნიდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოსვლა სურს.

სააკაშვილის ახალი ჰობი - საკუთარ სხეულში გააერთიანოს და საკუთარ თავთან გააიგივოს ყველა - „ქართული ოცნებისთვის“ ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსთავის ციხის პატიმარმა სწორედ ასეთი აბსტრაქტული იდეებითა და ფანტაზიებით დაშალა ჯერ ოპოზიციური ალიანსი, ახლა კი საკუთარი პარტია, რომელიც, მმართველი გუნდის აზრით, სააკაშვილის ამბიციებსა და დონორების დაკვეთებს შეეწირა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი არ არის. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა შეკითხვა სააკაშვილის ქიმერულ იდეებზეც დაუსვეს. საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის განცხადებები მის არაჯანსაღ მდგომარეობაზე მიუთითებს.

პოლიტიკურ სისტემას „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე თავად ეთიშება. სააკაშვილის პარტია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. ბოიკოტში მყოფი თინა ბოკუჩავა, სავარაუდოდ, არც 5 აგვისტოს ჩანიშნულ ყრილობაზე მივა და არც მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის პერსპექტივა ჩანს, მინიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • „პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყვნენ“ - კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებსტვ პირველი
  • „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებსიმედი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

რუსთავი 2

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

რუსთავი 2

"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

რუსთავი 2

სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

რუსთავი 2