მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. Ekalata-ზე არასასურსათო ჰიგიენური საშუალებებიც დაემატა
Ekalata-ზე არასასურსათო ჰიგიენური საშუალებებიც დაემატა

Ekalata-ზე არასასურსათო ჰიგიენური საშუალებებიც დაემატა

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 22:08|rustavi2.ge

არასასურსათო პროდუქტებში შედის პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად ყიდულობს. ელექტრონულ პორტალ ekalata.gov.ge-ზე, სურსათთან ერთად, შეღავათიან ფასებში, საყოფაცხოვრებო პროდუქციის შერჩევაც შესაძლებელი გახდა. საიტზე აქამდე მხოლოდ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი იყო ხელმისაწვდომი, დღეიდან კი ჩამონათვალს 10 არასასურსათო ჰიგიენური საშუალებაც დაემატა.

ელექტრონულ პორტალზე საყოფაცხოვრებო და პირველადი ჰიგიენური საშუალებები მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად დაემატა. „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ისევე როგორც სასურსათო პროდუქტებზე, არასასურსათო საშუალებებზეც მყიდველს საუკეთესო ფასი დახვდება.

მომხმარებლები სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების ახალი მოდელით უკვე რამდენიმე თვეა სარგებლობენ. პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისია სამი თვის განმავლობაში მუშაობდა და, საბოლოოდ, ბიზნესს რეკომენდაცია მისცა, მოემზადებინა სოციალური კალათის პრინციპი. კალათაში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი ყოველკვირეულად განახლდება. სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე კი ამ ტიპის სურსათი სპეციალური სტიკერებით არის მონიშნული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გლობალურ ბაზარზე გაზრდილი ფასების ფონზე ინიციატივა საოჯახო ბიუჯეტისთვის შეღავათია. საბაზისო სურსათის ჩამონათვალთან ერთად, დღეიდან არასასურსათო პროდუქციის შეძენაც შესაძლებელი გახდა.

მომხმარებლებისთვის დაბალი ფასების შეთავაზების მხრივ მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროდუქციის ჩამონათვალი მომავალშიც უნდა გაფართოვდეს.

ელექტრონულ პორტალ ekalata.gov.ge-ზე, რომელიც მთავრობის ინიციატივით შეიქმნა, 13 ლიდერი სუპერმარკეტების ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა განთავსებული.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

რუსთავი 2

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

რუსთავი 2

"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

რუსთავი 2

სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

რუსთავი 2