მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს
"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 22:10|rustavi2.ge

ბრძოლა პაციენტის გადასარჩენად, უძილო ღამეები და რთული ეთიკური გადაწყვეტილებები - სატელევიზიო „ოსკარად“ აღიარებული პრემიის ნომინანტთა სათავეში „პიტის ჰოსპიტალია“.

პიტსბურგის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაზე შექმნილმა სამედიცინო დრამამ სხვადასხვა კატეგორიაში 25 ნომინაცია მოიპოვა.

სერიალის ფორმატმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. თითოეული ეპიზოდი რეალურ დროში მიმდინარე ერთსაათიან მოვლენებს ასახავს, რაც ეკრანზე დაძაბულობასა და რეალისტურ ატმოსფეროს ქმნის.

24 ნომინაციით მთავარ ფავორიტს კომედიური ჟანრის სერიალი „ხრიკები“ ჩამორჩება, რომელიც ლეგენდარული სტენდაპ-კომიკოსის, დებორა ვენსის, ისტორიას გვიყვება. კარიერის შესანარჩუნებლად, ვენსი გადაწყვეტს ახალგაზრდა სცენარისტთან თანამშრომლობას. მათი ურთიერთობა სავსეა იუმორით, კონფლიქტებითა და სხვა ემოციური მომენტებით. ლიდერებს შორის ასევე აღმოჩნდნენ პროექტები „ქვრივების ყურე“ და „პლურიბუსი“.

„საუკეთესო დრამატული სერიალის“ კატეგორიაში 9 პროექტია წარდგენილი, მათ შორის „ნეტფლიქსის“ დრამა „დიპლომატი“, „ოქროს ხანა“ და „შვიდი სამეფოს რაინდი“.

განსაკუთრებულ ყურადღებას კვლავ „ნელი ცხენები“ იპყრობს.

სერიალი ბრიტანული სადაზვერვო სააგენტოს, MI5-ის, ნაკლებად პრესტიჟული ქვედანაყოფის შესახებ მოგვითხრობს. პროექტმა ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

კომედიური ჟანრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია „დათვი“. სატელევიზიო პროექტი ახალგაზრდა შეფმზარეულის შესახებ მოგვითხრობს. ეს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც „ემიზე“ არაერთი რეკორდი დაამყარა.

არანაკლებ დაძაბული ბრძოლაა მსახიობთა კატეგორიებში.

დრამის ჟანრში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტულისთვის ნოა უაილი, გერი ოლდმანი, სტერლინგ ბრაუნი, მარკ რუფალო და რუფუს სიუელი იბრძვიან.

ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში კი ერთმანეთს კერი რასელი, ზენდაია, კერი კუნი, რია სიჰორნი და ჩეიზ ინფინიტი დაუპირისპირდებიან.

ამერიკული სატელევიზიო აკადემიის ჯილდოს მდიდარი ისტორია აქვს. პირველი ცერემონია 1949 წლის 25 იანვარს, ჰოლივუდის სპორტულ კლუბში გაიმართა.

დღეს „ემი“ იმავე რანგის უმაღლეს აღიარებად ითვლება, როგორიც კინემატოგრაფში „ოსკარი“, მუსიკაში „გრემი“, ხოლო თეატრში - „ტონი“.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

რუსთავი 2

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

რუსთავი 2

სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

რუსთავი 2

Ekalata-ზე არასასურსათო ჰიგიენური საშუალებებიც დაემატა

Ekalata-ზე არასასურსათო ჰიგიენური საშუალებებიც დაემატა

რუსთავი 2