მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს
სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებს

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 22:09|rustavi2.ge

საცხოვრებელი უბნების შესასვლელებთან მოწყობილი ბარიკადები, ქუჩებში მობილიზებული ადგილობრივები და დაპირისპირების კერები - სეუტაში მიგრანტების მასობრივი შესვლის შემდეგ, ქალაქის მცხოვრებთა ნაწილმა მომხდარს "დაპყრობა" და "შემოჭრა" უწოდა. ესპანური მედიის ცნობით, მოქალაქეებმა, საკუთარი ინიციატივით, რამდენიმე უბანში სადღეღამისო მორიგეობაც დააწესეს.

ქალაქის ქუჩებში სამართალდამცველებიც პატრულირებენ. პოლიციის დანაყოფებთან ერთად, ადგილზე ეროვნული არმიაც არის დისლოცირებული და დამატებითი საჯარისო ნაწილებიცაა გადასროლილი. სამართალდამცველები ქუჩებში დარჩენილ მიგრანტებს ეძებენ, აკავებენ და საზღვრის მიმართულებით გადაჰყავთ, საიდანაც ისინი საბოლოოდ მაროკოში ბრუნდებიან.

ადგილობრივებს, ძალოვნებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებებიც გრძელდება. დაძაბულობის ფონზე, პოლიციამ მიგრანტების შესაკავებლად ხელკეტები და ფარები გამოიყენა. პარალელურად, ფიქსირდება კრიმინალური შემთხვევებიც. ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნებით თავდასხმების შედეგად, არაერთი ადამიანი დაშავდა.

კრიტიკულია ჰუმანიტარული მდგომარეობაც. მიგრანტების ნაწილი, რომელსაც ესპანეთში დარჩენა სურს, ღამეს ქუჩებსა და ტყეში ათევს. დღის განმავლობაში, ისინი საკვებისა და წყლის მოპოვებას ცდილობენ, თუმცა სავაჭრო ობიექტებთან სამართალდამცველების კორდონი ხვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე მიგრაციული კრიზისის ფონზე, სამედიცინო დახმარება უკვე ათასზე მეტ ადამიანს დასჭირდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა ასს აღემატება.

სეუტაში მიმდინარე ვითარების გასაცნობად, ადგილზე ესპანეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ჩავიდნენ. ისინი მთავრობას საზღვრის არასათანადო დაცვაში, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და შექმნილ კრიზისზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ.

მოვლენებს მადრიდში, მაროკოს საელჩოსთან, საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ნაწილი შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას, ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად, მაროკოს მთავრობასაც აკისრებს.

ცნობილია ესპანეთის ხელისუფლების პოზიციაც. ოფიციალური მადრიდი აცხადებს, რომ სეუტაში შეჭრილი მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მაროკოში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილი პირების გაძევების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ქვეყანა ყველა უკანონო მიგრანტმა უნდა დატოვოს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გრძელდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდებაიმედი
  • ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს, მასზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება გრძელდება - თურაზაშვილიტვ პირველი
  • აშშ-მა ირანზე იერიშების მე-11 ღამე დაასრულა – რეგიონში ესკალაცია გრძელდებაფორმულა
  • ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდებაBM.GE
გრძელდება →

მსგავსი სტატიები

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით

რუსთავი 2

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს

რუსთავი 2

"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

"ემის" ნომინანტები ცნობილია - "პიტის ჰოსპიტალი" ლიდერობს

რუსთავი 2

Ekalata-ზე არასასურსათო ჰიგიენური საშუალებებიც დაემატა

Ekalata-ზე არასასურსათო ჰიგიენური საშუალებებიც დაემატა

რუსთავი 2