
ვალერი ზალუჟნი: ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს, რომ სულ მალე NATO-ში შევიდოდით - სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით
რუსთავი 2|rustavi2.ge
12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ NATO-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე NATO-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით, - აცხადებს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვალერი ზალუჟნი.
როგორც მან კიევში, ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს.
"სავარაუდოდ, NATO იმავე სახით დარჩება, როგორიც არის და 12 წელი გავა, ვიდრე უკრაინა იმ სტანდარტებს მიაღწევს, რომელიც აუცილებელია, რათა რუსეთის ფედერაციის დონის მინიმუმ ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს", - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge