მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამოდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამოდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამოდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავი 24 აგვისტო, 2026, 10:33|rustavi2.ge

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, რუსთავში, შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

ფალიაშვილის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.

ანალოგიური სამუშაოები, ერთდროულად, ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.

ფალიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

"დღეს რუსთავში ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, დაწყებულია ძველი რუსთავის რესტავრაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი. პარალელურად, ვასრულებთ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების თხოვნას და შიდასაუბნო სპორტული სივრცის მოწყობა, რამოდენიმე მისამართზე უკვე მიმდინარეობს. გათვალისწინებული გვაქვს ყველა ის სტანდარტი, რაც ამ ტიპის მოედნის შემთხვევაში, მოზარდის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. ეტაპობრივად შევეცდებით, რომ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, ქალაქის ყველა უბანში გვქონდეს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის შედეგსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს განსაზღვრავსიმედი
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი: ევროპამ არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროს

დონალდ ტრამპი: ევროპამ არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროს

რუსთავი 2

პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

რუსთავი 2

Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა

Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა

რუსთავი 2

პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

რუსთავი 2