მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს. ან უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს, რაც ასე მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა - კობა ლიკლიკაძე | Rustavi2
ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს. ან უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს, რაც ასე მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა - კობა ლიკლიკაძე | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენება დღეს ვეტერანებმა მალხაზ თოფურიამ და გია ნიშნიანიძემ მისცეს. პროკურატურაში იმყოფებოდა ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძეც. უწყებამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტის და სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, კობა ლიკლიკაძის განცხადებით, გიორგი ბარამიძის მსგავს სახელმწიფო მოღვაწეს მსგავსი განცხადებების გაკეთება არ უნდა შეეფერებოდეს. მისი თქმით, ბარამიძემ საკითხის მოსაგვარებლად დროულად უნდა მოიხადოს ბოდიში და საკუთარი განცხადება დააზუსტოს.

"მე პირადად ბატონი გიორგი იქ არ მიმინახავს, მაგრამ მსმენია, რომ ის მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, ან სხვა ასეთ თანამდებობებზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და ან უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან ასე მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა.

მე ვფიქრობ, რომ ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა, რომელსაც დიდხანს ელოდებოდნენ ვეტერანები, ადამიანები, რომლებსაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით არც ხელფასი აქვთ მაღალი, რაც სოციალური მდგომარეობა აქვთ მარტო ღირსება და იმას, როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო იქითა მხარე თურმე ანგელოზია, რუსული დისციპლინით მოქმედებს, ეს მათ ღირსებას ლახავს და ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო მეტი, რამაც გამოიწვია აღელვება", - აცხადებს ჟურნალისტი, სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი კობა ლიკლიკაძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

რუსთავი 2

"სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

რუსთავი 2

კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 22 ქართველი სტუდენტი ევროპის 9 ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში იღებს განათლებას

კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 22 ქართველი სტუდენტი ევროპის 9 ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში იღებს განათლებას

რუსთავი 2