მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება
დავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება

დავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება

რუსთავი 210 აგვისტო, 2026, 17:41|rustavi2.ge

საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASPs) ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, რაც სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ. მისი თქმით, სებ-ის მოქმედი რეგულირების ჩარჩო საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ეფუძნება და მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომპანიებისთვის მკაფიო მოთხოვნებს აწესებს. დავით კიკვიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან დაიცვან როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო მოთხოვნები, მათ შორის, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული პრინციპები. "შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ყველა სუბიექტი ზედმიწევნით იცავს არსებული რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნილ, მათ შორის საერთაშორისო სანქციებს და სხვა შესაბამის საკანონმდებლო, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო აქტებს", - განაცხადა დავით კიკვიძემ. მან ასევე დასძინა, რომ დასანქცირებული კომპანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი არ ყოფილა და ეროვნული ბანკისთვის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სტატუსის მისაღებად არ მიუმართავს. "დასანქცირებული კომპანია არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს და რეგისტრაციის მისაღებად არ მიუმართავს ეროვნული ბანკისთვის. ასევე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას უკვე შეუწყდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში", - განაცხადა მან. მისი შეფასებით, კონკრეტული კომპანიის შემთხვევა არ უნდა განზოგადდეს საქართველოში ვირტუალური აქტივების რეგულირებულ ბაზარზე, რადგან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტები შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს ექვემდებარებიან. "ამრიგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ჯანსაღად ვითარდება ", - დასძინა დავით კიკვიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა

რუსთავი 2

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე - შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე - შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა

რუსთავი 2

Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა

Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა

რუსთავი 2