მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც "განგრენოზული" კიდურის ამპუტაცია
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც "განგრენოზული" კიდურის ამპუტაცია

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც "განგრენოზული" კიდურის ამპუტაცია

რუსთავი 217 აგვისტო, 2026, 11:19|rustavi2.ge

საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე "ჩააწვეთეს" ქართულ მხარეს, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ქართულ საზოგადოებას ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც "განგრენოზული" კიდურის ამპუტაცია.

მისივე შეფასებით, უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც, რაც სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ.

"საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე "ჩააწვეთეს" ქართულ მხარეს. ალბათ, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც მან აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს "განგრენა" უწოდა და შემდეგ ამას უარყოფდა. მოკლედ, უცხოური აგენტურა ჩვენს პოლიტიკურ და ექსპერტულ სპექტრში პერიოდულად წამოწევდა ამ რეგიონების "თავიდან მოშორების" თემას, ისევ და ისევ ევროატლანტიკური გზის გახსნის მოტივით. არ მინდა ჭრილობების გახსნა, და კიდევ სხვა მგრძნობიარე საკითხების გახსენება, მოკლედ, ახლა უცხოურმა აგენტურამ ისევ გააქტიურა სეპარატისტული რეგიონების თემა ოღონდ ახალი არანჟირებით. ის დიფირამბებს უძღვნის სომხეთის პრემიერ პაშინიანს, რომელმაც "დათმო" ყარაბაღი და ამით ევროინტეგრაციისკენ გზა გაუხსნა სომხეთს. ეს შედარება და პარალელი მხოლოდ ოპოზიციის მზარდ მორალურ-გონებრივ დეგრადაციაზე მიუთითებს. ჯერ ერთი, სომხეთს ყარაბაღი სამხედრო ძალით დაათმობინა აზერბაიჯანმა და ეს ტერიტორია საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი.როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც "განგრენოზული" კიდურის ამპუტაცია. უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც. ეს კი სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ." - წერს ანჯაფარიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულაიმედი
  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი - სოხუმელი "კაცი" გვარამია "აფხაზეთი განგრენაა" ნარატივში ჩასვეს - გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც "განგრენა"

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

რუსთავი 2

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

რუსთავი 2

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის "ტვირთად", შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება