მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა - ისინი ესპანეთის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენ | Rustavi2
ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა - ისინი ესპანეთის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენ | Rustavi2

ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა - ისინი ესპანეთის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენ | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა, ქალაქის სანაპიროზე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, მაროკოში დაბრუნების ნაცვლად, მათ თავშესაფარი მიანიჭონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აქცია იმ პირებმა გამართეს, რომლებიც ორი კვირის წინ საზღვრის მასიური გადაკვეთის შემდეგ სეუტაში დარჩნენ.

ურბანული რესურსების ნაკლებობის გამო, მიგრანტების უმეტესობა არასტაბილურ პირობებში, ელ ტრამპოლინის სანაპიროზე ან ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს და კონტინენტურ ევროპაში შეღწევის შესაძლებლობას ელოდება.

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდე-მარლასკამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არალეგალურად შესულ მიგრანტებს არ ექნებათ ანკლავში დარჩენის, კონტინენტური ესპანეთის ტერიტორიაზე გადასვლის ან ლეგალური სტატუსის მიღების უფლება, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, რომლებიც უკიდურეს დაუცველობას ეხება.

ცნობისთვის, ორი კვირის წინ, სეუტას ტერიტორიაზე 72 000-ზე მეტი ადამიანი შეიჭრა. მათი დიდი უმრავლესობა მომდევნო დღეებში ნებაყოფლობით დაბრუნდა მაროკოში, თუმცა დაახლოებით 5 000-დან 8 000 ადამიანამდე კვლავ სეუტაში რჩება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცაგერის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე "ლაილაშობა - 2026"-ს დაესწრნენ

ცაგერის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე "ლაილაშობა - 2026"-ს დაესწრნენ

რუსთავი 2

მიხეილ სარჯველაძე, მოადგილეებთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო

მიხეილ სარჯველაძე, მოადგილეებთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო

რუსთავი 2

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილ თავდაცვის შეთანხმებას მიესალმება

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილ თავდაცვის შეთანხმებას მიესალმება

რუსთავი 2

სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

რუსთავი 2