მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპს მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ლიდერობამ სამხრეთ აზიაში ბირთვული კატასტროფა თავიდან ააცილა."დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით გამოთქმული კეთილი და მხარდამჭერი სიტყვებისთვის.

მოძმე საუდის არაბეთის სამეფოსთან და თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად, პაკისტანი კვლავაც ითამაშებს კონსტრუქციულ როლს როგორც საკუთარი ქვეყნების, ისე მთელი რეგიონის თავდაცვის უზრუნველყოფაში.

ასევე, მინდა კიდევ ერთხელ შევაქო პრეზიდენტი ტრამპი მისი მამაცი ლიდერობისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო სამხრეთ აზიაში ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებას და მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი ხალხების ნათელი და აყვავებული მომავლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა," - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი წერს სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

რუსთავი 2

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

რუსთავი 2

მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

რუსთავი 2

ტრამპი ომანის დაბომბვით იმუქრება, თუ ის ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის მიზნების განხორციელებას ხელს შეუშლის

ტრამპი ომანის დაბომბვით იმუქრება, თუ ის ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის მიზნების განხორციელებას ხელს შეუშლის

რუსთავი 2