მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "არმია" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა
"არმია" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

"არმია" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

რუსთავი 217 აგვისტო, 2026, 15:48|rustavi2.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა - "არმია" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბათუმის ქვიშის არენაზე გამართული ჩემპიონატის ფინალში "არმია" ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდს შეხვდა და ანგარიშით - 4:3 დაამარცხა. ფინალური თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულ "არმიას" ჩემპიონატის გარდამავალი თასი და მედლები აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ გადასცეს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ "არმიის" მეკარე, კაპრალი ვახტანგ ტერუნაშვილი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ტიტული „არმიის“ ფეხბურთელმა გიორგი ქურდაძემ მოიპოვა.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტულის მოგებით, "არმიამ" მომავალ წელს პორტუგალიაში დაგეგმილი ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

რუსთავი 2

მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

რუსთავი 2

ტრამპი ომანის დაბომბვით იმუქრება, თუ ის ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის მიზნების განხორციელებას ხელს შეუშლის

ტრამპი ომანის დაბომბვით იმუქრება, თუ ის ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის მიზნების განხორციელებას ხელს შეუშლის

რუსთავი 2

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა - მიზანია შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო