მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა | Rustavi2
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა | Rustavi2

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოსა და კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ, თუ რა სახის დახმარებას უწევს სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ პირებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებს სახელმწიფოს მხრიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, იგივე დახმარებით სარგებლობენ საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანები.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს ის სახელმწიფო პროგრამები გააცნო, რომლითაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს.

შეხვედრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო სასამართლოებში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ მოგებულ დავებზე.

მან ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა გაერო-ში კორეის რესპუბლიკის მიერ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

კორეის რესპუბლიკის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყარაბაღის დათმობა და აფხაზეთის პარალელი - გვარამიას განცხადებას ოპოზიციაშიც გაემიჯნენ

ყარაბაღის დათმობა და აფხაზეთის პარალელი - გვარამიას განცხადებას ოპოზიციაშიც გაემიჯნენ

რუსთავი 2

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

რუსთავი 2

გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით რომეო მიქაუტაძე კიდევ ერთხელ დაიკითხა

გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით რომეო მიქაუტაძე კიდევ ერთხელ დაიკითხა

რუსთავი 2

სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ტარიელ გოგუაძე 1500 ლარით, ხოლო კახაბერ მჭედლიშვილი 800 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ტარიელ გოგუაძე 1500 ლარით, ხოლო კახაბერ მჭედლიშვილი 800 ლარით დააჯარიმა

რუსთავი 2