მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ
NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

რუსთავი 224 აგვისტო, 2026, 23:01|rustavi2.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით, ტრენინგები ცენტრის ტოპ მენეჯმენტისა და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ჩატარდა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორებიცაა: პროაქტიური მენეჯმენტი და ტალანტების მართვა, ემოციური ინტელექტი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, სამუშაოს შესრულების შეფასება და ორგანიზაციული კულტურა.

პროფესიული განვითარების კურსის პარალელურად, ცენტრის თანამშრომლებმა მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სამუშაო პროცესის მთავარ მიზანს 2027-2030 წლების სტრატეგიული გეგმისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა წარმოადგენდა.სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და დასახა შემდგომი ნაბიჯები დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ფორმირებისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ფორმატის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული მიზნების ეფექტურ რეალიზაციას.

"სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ, კოორდინირებულ რეაგირებას.

ტრენინგები ადამიანური რესურსების ექსპერტმა თეა ბოკუჩავამ და შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ექსპერტმა ანა ტიკარაძემ ჩაატარეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

რუსთავი 2

როგორი ამინდი იქნება 25 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 25 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

რუსთავი 2

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2