მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საქართველო ტურისტულ რუკაზე პოზიციებს იმყარებს - ქვეყანაში სტუმრების ნაკადი იზრდება, ტურიზმის განვითარებასთან ერთად კი სტუმარმასპინძლობის სექტორი ფართოვდება
საქართველო ტურისტულ რუკაზე პოზიციებს იმყარებს - ქვეყანაში სტუმრების ნაკადი იზრდება, ტურიზმის განვითარებასთან ერთად კი სტუმარმასპინძლობის სექტორი ფართოვდება

საქართველო ტურისტულ რუკაზე პოზიციებს იმყარებს - ქვეყანაში სტუმრების ნაკადი იზრდება, ტურიზმის განვითარებასთან ერთად კი სტუმარმასპინძლობის სექტორი ფართოვდება

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 07:17|rustavi2.ge

თბილისის ქუჩებში უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ასევე ბევრი სტუმარი ჰყავს ზღვისპირა ბათუმს და ქუთაისს. ვიზიტორების განსაკუთრებულ კონცენტრაციას ამ სამ დიდ ქალაქში აეროპორტების არსებობა განაპირობებს, შემდეგ კი ამ ქალაქებიდან სხვა ტურისტულ ლოკაციებზეც ინაცვლებენ.

საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, არაბული და მეზობელი ქვეყნებიდან.

გასულ, 2025 წელს საქართველოში ტურისტების შემოდინების რეკორდი მოიხსნა, მიმდინარე წელს კი, ამ ციფრების მნიშვნელოვან ზრდას ვარაუდობენ.

2025 წლის მონაცემები 6.5%-ით აჭარბებს წინა, 2024 წლის მაჩვენებელს. მასპინძელი საქართველო 2026 წლის მონაცემების გრაფას კი, წინასწარი ჯავშნების გათვალისწინებით, მინიმუმ, 8%-ით მეტი ვიზიტორით დახურავს.

საქართველოში დასვენების მსურველთა სტატისტიკის ზრდასთან ერთად, გაფართოვდა სასტუმრო სექტორიც. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ასევე მოიცავს კვების ობიექტების, ტრანსპორტის, გიდების მომსახურების, ღვინის ტურების, სუვენირების წარმოების თუ სხვა ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას. ქართული კულტურის, გასტრონომიისა თუ მრავალფეროვანი ბუნების გარდა, მოგზაურებს საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გამო ხიბლავს - ის დიდ რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად არის მონიშნული.

ამგვარად, საქართველო ტურისტულ რუკაზე თავს როგორც საინტერესო და მშვიდობიან მიმართულებად იმკვიდრებს. სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ საქართველოში ტურისტული ინდუსტრია იზრდება და, სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებასთან ერთად, მისი როლი ქვეყნის ეკონომიკაშიც უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

"დიდი ძაღლის თანავასკვლავედი" - რიდლი სკოტი მაყურებელს ახალ ფილმს სთავაზობს

"დიდი ძაღლის თანავასკვლავედი" - რიდლი სკოტი მაყურებელს ახალ ფილმს სთავაზობს

რუსთავი 2

როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის იდეის გამოყენება რეალურ პროექტად ქცევისთვის - ხელოვნური ინტელექტის თემაზე საერთაშორისო ბანაკმა სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთ სივრცეში მოუყარა თავი

როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის იდეის გამოყენება რეალურ პროექტად ქცევისთვის - ხელოვნური ინტელექტის თემაზე საერთაშორისო ბანაკმა სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთ სივრცეში მოუყარა თავი

რუსთავი 2

ე.წ. კონკა განახლებული სახით ბრუნდება - მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქორწინო სივრცეები განახლდება

ე.წ. კონკა განახლებული სახით ბრუნდება - მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქორწინო სივრცეები განახლდება

რუსთავი 2