მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა
თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 10:22|rustavi2.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება.

სახელმწიფო მინისტრმა, თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის, მისი შემდგომი მდგრადობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ისევე როგორც გაუჩინარებულ პირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

„დღევანდელი თარიღის მასშტაბურად აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან ერთად, რომელთათვისაც მეტად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული მათი ახლობლები არ არიან დავიწყებულნი, რომ ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს ემახსოვრება მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახების მიმართ ამ უმძიმესი ხვედრის გამო და გამძლეობა ვუსურვო მათ. დღევანდელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ ფართოდ წარმოვაჩინოთ უგზო-უკვლოდ გაუჩინარების მეტად კომპლექსური ჰუმანიტარული გამოწვევა, რომლის დასაძლევადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გაძლიერებული როლითა და პასუხისმგებლობით, მთელი ძალისხმევით, ვახორციელებთ ყოველდღიურ საქმიანობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, რათა შევძლოთ შეძლებისდაგვარად, მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება. მსურს, მადლობა გადავუხადო ამ ურთულესს პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, რა თქმა უნდა, ოჯახებს, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, შესაბამისს სახელმწიფო უწყებებს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, მათ შორის, დღევანდელ ღონისძიებებში შეტანილი წვლილისა და გაწეული თანადგომისთვის,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 1900-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავი 2

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა - CNN

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა - CNN

რუსთავი 2

ლევან მაჭავარიანი: საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები!

ლევან მაჭავარიანი: საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები!

რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს "ტბელობას" დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს "ტბელობას" დაესწრო

რუსთავი 2