მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ოპოზიცია ვინაიდან ვერაფერში იმარჯვებს, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება - შალვა პაპუაშვილი
ოპოზიცია ვინაიდან ვერაფერში იმარჯვებს, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია ვინაიდან ვერაფერში იმარჯვებს, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 11:39|rustavi2.ge

უმაღლესი განათლების ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება და შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა, როდესაც გამოცდების, ჩარიცხვების შედეგებიდან გამომდინარე გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა უმაღლესი განათლების რეფორმა მიმდინარეობდეს ისე, რომ უპირველეს ყოვლისა, სტუდენტზე იყოს ორიენტირებული. მისი თქმით, ოპოზიცია სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებს.

„ზოგადად, ვინაიდან ვერაფერში იმარჯვებენ, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, რა შეჯიბრში ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას, როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების. უმაღლესი განათლების ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება და შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა, როდესაც გამოცდების, ჩარიცხვების შედეგებიდან გამომდინარე გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები. აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ლახავდნენ, მაგრამ ვერ ირიცხებოდნენ, ყოველ წელს არის, რამდენიმე ასეული, ათასამდე, სხვადასხვა რაოდენობის, ყოველთვის არიან აბიტურიენტები, რომლებმაც, მართალია, გადალახეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ იმ უნივერსიტეტeბში, რომლებიც მათი არჩევანი იყო, რადგან სხვებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ და უპირველეს ყოვლისა, ისინი ირიცხებიან. ეს ყოველთვის არის და მომავალშიც იქნებიან ადამიანები, რომელთა არჩევანიც არ დაემთხვევა მის გამოცდების შედეგებს. ესეც ნაწილია გამოცდებისა და უმაღლეს სასწავლებელი სწავლის პროცესისა. ასე იყო წარსულშიც, ყოველთვის იყო და იქნება, რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოხდა ახლებურად პროგრამების გადანაწილება უნივერსიტეტებს შორის, აქ შესაძლოა, აბიტურიენტებს ჰქონოდათ გარკვეული დაბნეულობა, რომელი აერჩიათ და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიეცათ შესაძლებლობა, მეორადი ჩარიცხვის პროცესში დაფიქრდნენ თავის არჩევანზე და უნივერსიტეტის შერჩევაზე, სადაც შეიძლება, არსებობდეს კიდევ თავისუფალი ადგილები და ეს არჩევანი გააკეთონ. ასე რომ, ეს არის გამონაკლისი, ერთჯერადი ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა უმაღლესი განათლების რეფორმა მიმდინარეობდეს ისე, რომ უპირველეს ყოვლისა, იყოს სტუდენტზე ორიენტირებული. თუკი გარკვეულმა გარემოებამ მათთვის შეიძლება, დაბნეულობა გამოიწვიოს, ამ მხრივ, მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, უნივერსიტეტთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილება შეასწორონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახა, გამონაკლისის სახით, წელს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ექნება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

რუსთავი 2

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მუნიციპალურ მარშრუტებს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მუნიციპალურ მარშრუტებს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატა

რუსთავი 2

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

რუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - დღეს ოთხ საქალაქო სასამართლოში 10-მდე პირის საქმე განიხილება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - დღეს ოთხ საქალაქო სასამართლოში 10-მდე პირის საქმე განიხილება

რუსთავი 2