მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება" - ფრიდრიხ მერცი
"თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება" - ფრიდრიხ მერცი

"თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება" - ფრიდრიხ მერცი

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 16:17|rustavi2.ge

გერმანიაში სექტემბერში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. წინასწარი გამოკითხვებით, მთავარი ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონში, საქსონია ანჰალტის ადმინისტრაციულ ერთეულში ლიდერობს.

გერმანიის კანცლერი ოპოზიციის რეიტინგს სახიფათოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, რეგიონი უცხოელი ინვესტორების გარეშე დარჩება. მერცი ოპონენტებთან პოლიტიკურ ბრძოლას აანონსებს.

"მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა: თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ამჟამინდელი გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეგიონს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

ვერ წარმომიდგენია, საერთაშორისო ინვესტორებმა საქსონია-ანჰალტში ახალი ბიზნესები წამოიწყონ და ქარხნები ააშენონ, თუკი რეგიონის პრემიერ-მინისტრი პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენელი იქნება.

თუ ჩვენი შიშები გამართლდა, რეგიონი მნიშვნელოვნად დაზარალდება. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

რუსთავი 2

აშშ-ის ინვესტიციები, "შუა დერეფანი" და მილიარდიანი პროექტები - Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის ინვესტიციები, "შუა დერეფანი" და მილიარდიანი პროექტები - Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

რუსთავი 2

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2