მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გარედან დაკვეთილი, ხალხის ინტერესებთან აცდენილი გეგმების განხორციელება არ მოხერხდეს - ირაკლი ქადაგიშვილი
ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გარედან დაკვეთილი, ხალხის ინტერესებთან აცდენილი გეგმების განხორციელება არ მოხერხდეს - ირაკლი ქადაგიშვილი

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გარედან დაკვეთილი, ხალხის ინტერესებთან აცდენილი გეგმების განხორციელება არ მოხერხდეს - ირაკლი ქადაგიშვილი

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 15:25|rustavi2.ge

მმართველ გუნდში ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის არაერთ მცდელობას იხსენებენ. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით, სხვადასხვა ჯგუფი ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდა.

ლევან მაჭავარიანის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურს, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, ვალდებულია, რომ ხალხის ინტერესებთან აცდენილი გეგმების განხორციელება არ მოხერხდეს.

"ბევრს გაუჩნდა კვლავ სურვილი, რომ მანიპულაციით, ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში არადემოკრატიული არჩევნების შედეგები ყოფილიყო ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი, არამედ ყოფილიყო ათასგვარი ფერადი რევოლუციების სხვადასხვა სცენარი გამოყენებული და ამისთვის ყველაზე აქტიურად იყენებდნენ სწორედ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, რა თქმა უნდა, იყო მჭიდროდ ინტეგრირებული პოლიტიკურ პარტიებთან, მისი ხელისუფლებაში მოყვანაც იყო დაგეგმილი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურს, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, ვალდებულია, სწორედ ასეთი გარედან დაკვეთილი, ამ ხალხის ინტერესებთან აცდენილი გეგმების განხორციელება არ მოხერხდეს.

ამას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაც სჭირდება და ამ მიმართულებით თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბოლო 6 წელიწადი საქართველოსთვის იყო გამორჩეულად რთული, მაგრამ გამორჩეულად მნიშვნელოვანი, იმ კუთხითაც, რომ თქვენ მოვახერხეთ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

რევოლუციების და დესტაბილიზაციის მცდელობები, გარე ძალების გეგმა და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი - ოპოზიციის, ენჯეოების და ფსევდოლიბერალი აქტივისტების ქმედებებზე კიდევ ერთ წერილს ავრცელებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. ლევან მაჭავარიანი დეტალურად მიმოიხილავს ბოლო წლების ქრონოლოგიას და წერს, რომ მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთი წლით ადრე გამწვავდა. მაჭავარიანის თქმით, გარე ძალებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი ომის შესახებ, სურდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამისთვის კი ხელისუფლების შეცვლა. დეპუტატის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პროცესები ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებით, ხელოვნური კრიზისითა და რადიკალიზაციით გაგრძელდა, რასაც გიორგი გახარიას გადადგომა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვა მოჰყვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

რუსთავი 2

აშშ-ის ინვესტიციები, "შუა დერეფანი" და მილიარდიანი პროექტები - Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის ინვესტიციები, "შუა დერეფანი" და მილიარდიანი პროექტები - Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

რუსთავი 2

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2