მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც - პროკურორი
ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც - პროკურორი

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 15:57|rustavi2.ge

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, გამოკითხეს რამდენიმე მოწმე. მალანია დუმილის უფლებას იყენებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირველ ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით, რაც სასჯელის ზომად 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ექვსი მოწმიდან ორი იყო გამომძიებელი. ერთ-ერთი პირველი ძირითადი გამომძიებელი, რომელსაც არანაირი [კომუნიკაცია] გ.მ.-სთან არ ჰქონია, არ დაუკითხავს, არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია, არ იცნობს გ.მ.-ს და, ბუნებრივია, ვერცერთ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა, რომელიც ეჭვის საფუძველი გახდებოდა, თუნდაც, რომ გ.მ.-მ რაიმე კატეგორიის, რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. რაც შეეხება მეორე გამომძიებელს, რომელსაც შემდგომში გადაეცა საქმე, ვერც მან ვერ მიუთითა რაიმე მტკიცებულებაზე", - აცხადებს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

პროკურორ ქეთი სონიძის განცხადებით, მოწმეებმა გამოძიებას გაკვეთილების მიმდინარეობის, ტელეფონის გამოყენების, გაცდენილი გაკვეთილებისა და ჩატში არსებული მიმოწერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სონიძის განმარტებით, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული სატელეფონო ზარი ფიქსირდება.

"ადვოკატის განცხადებას, რომ არცერთ მათგანს, გიორგი მალანიას ბრალდებაზე არ მიუთითებია, ასე პირდაპირ და ცალსახად, არცერთი მოწმე არ უთითებს ვინმეს ბრალეულობაზე. მოწმე გვაწვდის ინფორმაციას, ჰყვება კონკრეტულს, რაც იცის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწმეებმა მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა გაკვეთილების მიმდინარეობა, ხდებოდა თუ არა ტელეფონის შეტანა, ტელეფონით სარგებლობა, როდის იწყებოდა გაკვეთილი, როდის მთავრდებოდა და ა.შ. მათ შორის აღნიშნეს გაცდენილ გაკვეთილებთან დაკავშირებით, ჩატში არსებულ მიმოწერებზე ისაუბრეს.

ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთისთვის უცნობები იყვნენ, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც, და სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა ერთმანეთს ეს ორი არასრულწლოვანი - გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი", - აცხადებს პროკურორი ქეთი სონიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

რუსთავი 2

აშშ-ის ინვესტიციები, "შუა დერეფანი" და მილიარდიანი პროექტები - Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის ინვესტიციები, "შუა დერეფანი" და მილიარდიანი პროექტები - Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

რუსთავი 2

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2