მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს
შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 17:47|rustavi2.ge

ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე მასშტაბურ პროექტზე - Ambassadori Island Batumi.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 84 ჰექტარზე გაშლილი ხელოვნური კუნძული (რომელიც ორი ნახევარკუნძულისა და ცენტრალური კუნძულისაგან შედგება) არ არის მხოლოს უძრავი ქონების დეველოპმენტი - ეს არის მრავალფუნქციური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, გასართობ, სამედიცინო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ჭკვიანი ქალაქისა და ESG სტანდარტების სრული დაცვით.

პროექტს "ამბასადორი ჯგუფი" საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს: პროექტირებასა და ინჟინერიას თურქული Yüksel Proje უძღვება, არქიტექტურულ კონცეფციაზე ნიუ-იორკული SHoP Architects მუშაობს, ხოლო გენერალურ დაგეგმარებასა და ჭკვიანი ქალაქის ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას გლობალური გიგანტი ARUP უზრუნველყოფს.

"ამბასადორი ჯგუფის" გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, პროექტის მრავალფუნქციური ფორმატი ინვესტორებისთვის ხანგრძლივ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს, ხოლო ჯგუფის 2004 წლიდან დაგროვილი გამოცდილება სასტუმრო, უძრავი ქონების, მეღვინეობისა და გოლფის სექტორებში ბიზნესის მაღალ სანდოობას განაპირობებს.

სტატიაში დეტალურადაა განხილული პროექტის მასშტაბები და მიმდინარე სტატუსი.

ინფრასტრუქტურა და გეგმარება: ტერიტორიის 49% ეთმობა მწვანე და დასასვენებელ ზონებს, პლაჟებსა და ზღვისპირა ბულვარს. კუნძულზე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების იახტ-კლუბი, ვერტმფრენის მოედნები კერძო ჯეტების ტრანსფერისთვის, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, ფუფუნების კლასის სასტუმროები და 58-სართულიანი ცათამბჯენი 1,358 ლუქს-ბინით.

საინვესტიციო მოცულობა: "ამბასადორი ჯგუფს" პროექტში უკვე ჩადებული აქვს $100 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია. პარალელურად, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები კუნძულზე $1 მილიარდზე მეტი ღირებულების საკუთარ პროექტებს ახორციელებენ, ხოლო ჯამური საინვესტიციო მოცულობა $5 მილიარდს გადააჭარბებს.

პროექტის დინამიკა: გენერალური გეგმის 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია - 48 ჰექტრის მიწის ფორმირება დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული, დაწყებულია პირველი ცათამბჯენის მშენებლობა, ხოლო კუნძულის სრული ფორმირება 2.5 წელიწადში დასრულდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

რუსთავი 2

საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ცვლილება მის ფორმირებასა და შესრულებაზე გავლენას არ ახდენს - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

Newsweek - ახალი იმპულსი აშშ-ის ურთიერთობებში

Newsweek - ახალი იმპულსი აშშ-ის ურთიერთობებში

რუსთავი 2

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავი 2