მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 19:39|rustavi2.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.

მათ შორისაა დაბა მესტიის №1, სოფლების - საყულიის, ჭიკაანის, საბუეს, ახალსოფლის N2, დარჩელის N2, ქვეშეთის, ბაზალეთის, საკრამულის, ქსოვრისის, ლამისყანის, უფლისციხის, წონიარისის, უდაბნოს, ვაჩიანის, დაბა ახალდაბის, ბორჯომის N3, ახმეტის №2, წყალტუბოს №3 და თბილისის №221 (კომაროვის სახელობის სკოლის დიდი დიღმის ფილიალი) საჯარო სკოლები.

გათვალისწინებულია სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამაგრების სამუშაოებს

პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას - გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.

სკოლების რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,პროკურატურამ ბრალდება კიდევ 2 პირს წარუდგინა

დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,პროკურატურამ ბრალდება კიდევ 2 პირს წარუდგინა

რუსთავი 2

პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

რუსთავი 2

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

რუსთავი 2

საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ცვლილება მის ფორმირებასა და შესრულებაზე გავლენას არ ახდენს - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს