
პრემიერის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა
რუსთავი 2|rustavi2.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.
სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
შერჩეული კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge