მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჯანდაცვის სამინისტრო: მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტრო: მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტრო: მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

რუსთავი 21 სექტემბერი, 2026, 11:08|rustavi2.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა სამშენებლო სექტორში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათი აღსრულების პრაქტიკაზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.

მხარეებმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკა განიხილეს. იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და დამსაქმებელთა მხრიდან, უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების გზებზეც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას, უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანი დანერგვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. ასევე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევებიც განიხილეს. მხარეებმა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართებაიმედი
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

რუსთავი 2

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

რუსთავი 2

რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი 2

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს

რუსთავი 2