მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა" - ზურაბ რურუა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე
"თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა" - ზურაბ რურუა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე

"თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა" - ზურაბ რურუა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე

რუსთავი 27 სექტემბერი, 2026, 08:37|rustavi2.ge

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირიდან გაგრძელდება.

გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხულია 10 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი.

მათი თქმით, ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.

"თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას. არ აქვს მნიშვნელობა ვის, მერე ვიღაცა აჰყვება ამ თემას და, როდესაც ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯს და წავა გამოძიება, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე ან დაკითხვაზე დაიბარებენ ვინმეს, ეგრევე უკან იხევს ყველა.

სამართალდამცავი ორგანოები შეუდგნენ მუშაობას, დაიწყეს ამაზე გამოძიება და ამ დროს ვინც ამას იძახდა, მერე უკან იხევს ხომ? - ეს, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა," - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება მწვავდება

აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება მწვავდება

რუსთავი 2

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს - ეროვნული ბანკი

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს - ეროვნული ბანკი

რუსთავი 2

აშშ-ში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 5 ადამიანი

აშშ-ში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 5 ადამიანი

რუსთავი 2

კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

რუსთავი 2