მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

„დღევანდელი ფორუმი იმართება საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე. გეოპოლიტიკური გამოწვევები ზრდის ალტერნატიული და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სირტვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტი, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტი მოდის.

„იცვლება კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიც. დღეს უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული მანძილით. სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის უნარი, უზრუნველყოს ტვირთის სწრაფი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი გადაადგილება საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

სწორედ ამ დინამიკის ფონზე იზრდება შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი.

საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც - შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სისტემაში და პასუხისმგებლობა, მზარდ მოთხოვნას ვუპასუხოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" ტრამვაის ახალი ხაზი დააკავშირებს - ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" ტრამვაის ახალი ხაზი დააკავშირებს - ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

რუსთავი 2

პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში

ვხედავთ აგენტურულ ძალთა დაპირისპირებას, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაა პატრონების წინაშე, მეორე მხრივ კი გადარჩენა სხვა "ნაცპარტიებისა" - არჩილ გორდულაძე

ვხედავთ აგენტურულ ძალთა დაპირისპირებას, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაა პატრონების წინაშე, მეორე მხრივ კი გადარჩენა სხვა "ნაცპარტიებისა" - არჩილ გორდულაძე

რუსთავი 2

საერთაშორისო რეზერვების ზრდა სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა - პრემიერი