მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პარტია "გირჩი" სახელს იცვლის - ახალი სახელი "თავისუფალი ხალხის პარტია" იქნება.

"ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. "გირჩი" იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა.

ალბათ, წარმატებული გამოვიდა, ვინაიდან, ჩვენ გარდა, ბოლო წლებში კიდევ ორ პარტიას დაერქვა ეს სახელი (თან არცერთს არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან).

ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან - რას.

არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან. ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და, ამავდროულად, აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე ჩვენი პარტია შეიქმნა.

გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი - დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: თავისუფალი ხალხის პარტია," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა - ის დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს

თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა - ის დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს

რუსთავი 2

პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში

ვხედავთ აგენტურულ ძალთა დაპირისპირებას, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაა პატრონების წინაშე, მეორე მხრივ კი გადარჩენა სხვა "ნაცპარტიებისა" - არჩილ გორდულაძე

ვხედავთ აგენტურულ ძალთა დაპირისპირებას, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაა პატრონების წინაშე, მეორე მხრივ კი გადარჩენა სხვა "ნაცპარტიებისა" - არჩილ გორდულაძე

რუსთავი 2

საერთაშორისო რეზერვების ზრდა სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა - პრემიერი