მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "თენგო თევზაძე ვინ არის, უკაცრავად?!" - ანა წითლიძე
"თენგო თევზაძე ვინ არის, უკაცრავად?!" - ანა წითლიძე

"თენგო თევზაძე ვინ არის, უკაცრავად?!" - ანა წითლიძე

რუსთავი 27 სექტემბერი, 2026, 13:22|rustavi2.ge

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი, ანა წითლიძე "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის, თენგიზ თევზაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

წითლიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიასა თუ სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ არსებულ პრეტენზიებს ყოველთვის ღიად აჟღერებს.

"თენგო თევზაძე ვინ არის, უკაცრავად?! ყველა პრეტენზია, რაც მე მაქვს, გვარამიასთან მიმართებაში იქნება თუ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მიმართებაში, მე ამას ვაჟღერებ ჩემს Facebook გვერდზე, სხვადასხვა პოზიციურ და კრიტიკულ მედიებში. მკითხავენ - ვუპასუხებ, თქვენ შეგიძლიათ იქიდან აიღოთ ქარდები," - აცხადებს ანა წითლიძე.

ცნობისთვის: ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა აქტიურ ფაზაშია. თავდაპირველად ანა წითლიძემ ნიკა გვარამია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარტია "ახალის" ლიდერმა საკუთარი პოლიტიკური ძალის კაპიტალიზება მიხეილ სააკაშვილის რესურსზე მოახდინა. ამის საპასუხოდ, თენგიზ თევზაძემ წითლიძე ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა, ნიკა გვარამიას მიერ ოპოზიციის დაშლის ბრალდებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იაგო ხვიჩიასთან ერთად სტრატეგიულად კოორდინირებულად მოქმედებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძე

პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძე

რუსთავი 2

"რაც უფრო მეტად შეეცდებიან ამ მოძრაობის, ხალხის ხმის, ხალხის პოზიციების თუ სურვილების ჩახშობას, მით უფრო მკვეთრი იქნება პასუხი მოსახლეობის მხრიდან" - ლევან მახაშვილი გერმანიაზე

"რაც უფრო მეტად შეეცდებიან ამ მოძრაობის, ხალხის ხმის, ხალხის პოზიციების თუ სურვილების ჩახშობას, მით უფრო მკვეთრი იქნება პასუხი მოსახლეობის მხრიდან" - ლევან მახაშვილი გერმანიაზე

რუსთავი 2

კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით

კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით

რუსთავი 2

კახა კალაძე: "დიფ სთეითი" ცდილობს, ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ხედავს, რომ მათი წარმომადგენლები ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ

კახა კალაძე: "დიფ სთეითი" ცდილობს, ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ხედავს, რომ მათი წარმომადგენლები ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ

რუსთავი 2