მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ძალიან გულდასაწყვეტია გუნდის ყოფილი ლიდერისგან ასეთი ტიპის თამაშში შესვლა, ეს ყველაფერი გადაზრდილია პოლიტიკურ ჭორაობაში - ლევან მაჭავარიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე
ძალიან გულდასაწყვეტია გუნდის ყოფილი ლიდერისგან ასეთი ტიპის თამაშში შესვლა, ეს ყველაფერი გადაზრდილია პოლიტიკურ ჭორაობაში - ლევან მაჭავარიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

ძალიან გულდასაწყვეტია გუნდის ყოფილი ლიდერისგან ასეთი ტიპის თამაშში შესვლა, ეს ყველაფერი გადაზრდილია პოლიტიკურ ჭორაობაში - ლევან მაჭავარიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

რუსთავი 27 სექტემბერი, 2026, 15:31|rustavi2.ge

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებები აბსურდულ ჭორაობაზეა დაფუძნებული. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის ყოფილი ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნული სპეკულაციური კამპანიით საკუთარი ბრალის გადაფარვას და სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობს.

"ჩანაწერის გარეშეც იკვეთებოდა ის, რომ ეს ყველაფერი იყო აბსურდზე დაფუძნებული ჭორაობა. ამ ჩანაწერმაც ეს ყველაფერი დაადასტურა. მართლა ძალიან გულდასაწყვეტია გუნდის ყოფილი ლიდერისგან ასეთი ტიპის თამაშში შესვლა. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი გადაზრდილია რაღაც პოლიტიკურ ჭორაობაში. ამით ბატონი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ბრალის გადაფარვას და მას უნდა, რომ ეს სამართლებრივი პროცესი იქნეს გადატანილი პოლიტიკურ ჭრილში.

რა თქმა უნდა, მიამიტი უნდა იყო, რომ დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად ხორციელდებოდა - ბატონი ღარიბაშვილის ეს ეგრეთ წოდებული ბრალდება და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფრის ასე წამებში ატაცება, რა თქმა უნდა, ორკესტრირებულია. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ყოფილი ლიდერი აგენტურულ ოპოზიციასთან ერთად ერთიან ნარატივს ავრცელებს და ფაქტობრივად, მათნაირი მესიჯბოქსით საუბრობს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის: მედიაში გავრცელდა ჟურნალისტისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის თემაზე არანაირი სერიოზული ინფორმაცია არ ჰქონდა და საუბრისას ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს ასახელებდა. პარალელურად, საგამოძიებო უწყებებში ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. ამ დრომდე გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყვეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - თამარ იოსელიანი

შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - თამარ იოსელიანი

რუსთავი 2

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავი 2

ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულირება ძალიან არასწორად მიმაჩნია, დიდი თხოვნა იქნება, რომ მსგავსი რამ არავინ გააკეთოს - ზურაბ კიწმარიშვილი

ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულირება ძალიან არასწორად მიმაჩნია, დიდი თხოვნა იქნება, რომ მსგავსი რამ არავინ გააკეთოს - ზურაბ კიწმარიშვილი

რუსთავი 2

ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს

ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს

რუსთავი 2