მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

რქაწითელის რთველი არ დაწყებულა, სწორედ ამიტომ, ველისციხის ვენახებში ჯერჯერობით ბევრ ხალხს ვერ ნახავთ. ყურძნის კრეფა ამ პერიოდში მხოლოდ ქისის რიგებში მიმდინარეობს. მკრეფავები აქ დილის ექვს საათზე მოდიან და ვენახის მწკრივებს ინაწილებენ. საქმეც ყველაზე ნაწილდება. ზოგი კრეფს, ზოგი ყურძენს ეზიდება, ზოგიც მოსავალს ძარაზე თანაბრად ანაწილებს. რა თქმა უნდა, საერთო საქმეში ბავშვებიც არიან ჩართული. ველისციხელი მევენახეები წელს ხარისხიან მოსავალს ელიან.

სამუშაო დამღლელია, თუმცა ამაზე არავინ წუწუნებს. ეს საქმე ტრადიციულია და კახეთიც ამის გარეშე არ შეიძლება. ძარა ყურძნით გაივსო. მზემაც კარგად დააჭირა და უკვე მარნისკენ წასვლის დროც მოვიდა. სანამ ყურძენს მოიტანენ, მარანში სამზადისი მიმდინარეობს. პირველ რიგში, ირეცხება ქვევრი. ირეცხება ძველი, მამა-პაპური მეთოდით, ყველა წესის დაცვით.

რა თქმა უნდა, ქვევრის სისუფთავეზეა დამოკიდებული აქ დადუღებული ღვინის ხარისხიც. როდესაც მარანში ქვევრი ირეცხება, ხშირად გაიგონებთ სიმღერასაც. ესეც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ამასობაში მარანს ყურძნით დატვირთული ტრაქტორიც მოადგა. ქვევრი გარეცხილია და ჩაწურვის პროცესიც ნელ-ნელა დაიწყო. როგორც ყოველთვის, მევენახეები ერთმანეთს ეხმარებიან. მოსავლის აღება კახეთში ყოველთვის ერთობის და თანადგომის მაგალითი იყო.

როგორც კი პირველი ქვევრი გაივსება, ჭურჭლის პირზე სანთელი ინთება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა და რთველის ე.წ. მეორე ტაიმის დაწყებას ნიშნავს.

საქმიანი და დამღლელი დღის დასრულების შემდეგ, ყველა ერთად იკრიბება და მოლხენის დროც დგება. ამის გარეშე კახეთი არ არსებობს.

ავტორი: გიორგი ქორქია

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2