მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - ამის შესახებ შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul Group-ის ფლოტის ორი გემი - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ახორციელებს, რომლებიც პროცესს ერთობლივად უზრუნველყოფენ

"დაღრმავებასთან ერთად მიმდინარეობს ტალღმტეხელის მშენებლობა. ტალღმტეხელი სიგრძეში 1376 მეტრი იქნება, რაც უზრუნველყოფს აკვატორიის დაცვას, შემდგომში ისევ ზღვის ტალღებისგან არიდების მიზნით, ტალღმტეხელის უბეში გემების უსაფრთხოდ მანევრირებისთვის.ტალღმტეხელის მშენებლობა დღესდღეობით მიმდინარეობს ხმელეთის მხარეს. პირველი ტალღმტეხელის ტანი შენდება ხმელეთის მხარეს. როგორც კი სამუშაოები დასრულდება ხმელეთის მხარეს, მშენებლობა გადაინაცვლებს ზღვაში", - აღნიშნა სიჭინავამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2