მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" მიულოცა | Rustavi2
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" მიულოცა | Rustavi2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" მიულოცა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

"ხინოწმინდობასთან" დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი არქიმანდრიტმა ევდემოზმა აღავლინა.

ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ და ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა მამა ევდემოზმა მიულოცეს.

მისასალმებელ სიტყვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხინოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ხინოწმინდობა" დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ ულამაზეს ხეობაში. წლიდან წლამდე აქ სულ უფრო მეტი ადამიანი და ოჯახი იკრიბება. სწორედ ხინოს უკავშირდება ქობულეთში მცხოვრები მრავალი გვარის წარმოშობა - აქ არის ჩვენი ძალა, სულიერება და იდენტობა. დღეს კი ერი და ბერი, მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მემკვიდრეობა" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან აღინიშნება, მიმდინარე წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს მიეძღვნა.

"ხინოწმინდობის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "პატრიარქი ილია II და საქართველო". ასევე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ "ჭეშმარიტი ხინოწმინდელის" სიგელით ხეობის საპატიო წარმომადგენელი, ავთანდილ ბეჟანიძე დააჯილდოვა.

ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი", ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები და ბათუმის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვისიმედი
  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები

ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები

რუსთავი 2

იავის ზღვაში სამგზავრო გემი ჩაიძირა - 6 ადამიანი დაიღუპა, 129 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

იავის ზღვაში სამგზავრო გემი ჩაიძირა - 6 ადამიანი დაიღუპა, 129 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

რუსთავი 2

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება - შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება - შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

რუსთავი 2

წითელი ზღვის მთავარი სატრანზიტო დერეფანი და ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ არის - ჰუსიტებმა იემენში სტრატეგიული სრუტე და პერიმის კუნძული დაიკავეს

წითელი ზღვის მთავარი სატრანზიტო დერეფანი და ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ არის - ჰუსიტებმა იემენში სტრატეგიული სრუტე და პერიმის კუნძული დაიკავეს

რუსთავი 2