მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს პარაკლისს აღავლენს. 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება.

ეკლესიაში ახალი სტილით, 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის.

არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

მამა საბა (გაზდელიანმა) მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, ისურვებდა, რომ საეკლესიო ახალი წელი თითოეული ადამიანისთვის იყოს სულიერი განახლების, სიკეთის და ღვთისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარულის წელი.

"ძველი სტილით პირველ სექტემბერს, ხოლო ახალი სტილით 14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს საეკლესიო ახალ წელს.

თითოეული დასაწყისი ეს არის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა კიდევ ერთხელ გადახედოს თავის სულიერ მდგომარეობას. ვისურვებ, რომ საეკლესიო ახალი წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს სულიერი განახლების, სიკეთის და ღვთისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარულის წელი.

14 სექტემბერს დღის 2 საათზე საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე აღავლენს პარაკლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში", - აღნიშნა მამა საბა (გაზდელიანმა).

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2