მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთის მასშტაბით 6 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, "მოსავლის მართვის კომპანია" ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს | Rustavi2
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთის მასშტაბით 6 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, "მოსავლის მართვის კომპანია" ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს | Rustavi2

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთის მასშტაბით 6 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, "მოსავლის მართვის კომპანია" ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

"ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

"ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

რუსთავი 2

საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა

საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა

რუსთავი 2

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება

რუსთავი 2

ფოტოხაფანგმა ხაშურის სატყეო უბანზე უკანონო ხე-ტყის ჭრა დააფიქსირა

ფოტოხაფანგმა ხაშურის სატყეო უბანზე უკანონო ხე-ტყის ჭრა დააფიქსირა

რუსთავი 2