მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს

რუსთავი 214 სექტემბერი, 2026, 11:52|rustavi2.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის უფრო თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმის შექმნას. შემუშავებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.მიკვლევადობა ნიშნავს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ხორცის წარმომავლობა, რა გზას გადის ის ფერმიდან სუფრამდე, ანუ მარტივდება პროდუქტის წარმოშობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მის ეფექტიან კონტროლს ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) NAITS პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ სისტემას ნერგავს, რაც ხორცისა და ხორცპროდუქტების უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსთავი 2

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

რუსთავი 2

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რუსთავი 2