მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შემცირებული დაფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლას უყურებთ, არაფერია ისეთი, მაღალ მატერიებს ნუ გამოეკიდებით - თენგიზ შარმანაშვილი​ ოპოზიციის დაპირისპირებაზე
შემცირებული დაფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლას უყურებთ, არაფერია ისეთი, მაღალ მატერიებს ნუ გამოეკიდებით - თენგიზ შარმანაშვილი​ ოპოზიციის დაპირისპირებაზე

შემცირებული დაფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლას უყურებთ, არაფერია ისეთი, მაღალ მატერიებს ნუ გამოეკიდებით - თენგიზ შარმანაშვილი​ ოპოზიციის დაპირისპირებაზე

რუსთავი 214 სექტემბერი, 2026, 12:16|rustavi2.ge

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" მათგან წასულებს გაყიდულები და მოღალატეები უწოდეს. პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა, რომ ვინმესთან ენის მოჩლექით საუბარს აღარ აპირებენ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური ველი უკვე დაწმენდილია და ვინც ფულზე იყიდებოდა, მათ ეს პროცესი უკვე გაიარეს. ფავლენიშვილის ბრალდებებისთვის სხვა პარტიებიდან ჯერ-ჯერობით არ უპასუხიათ. ოპოზიციაში დაპირისპირების უწყვეტ სერიას მიესალმება მმართველი გუნდი.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ომია გაჩაღებული.

"არის ომი გაჩაღებული. ყველამ უნდა მოაჩვენოს თავის პატრონს, რომ არ ღირს, რომ იმას მისცეთ ფული, მომეცით მე, იმიტომ, რომ მე უფრო სერიოზულად შემიძლია რაღაცების დაგეგმვა და თქვენი ინტერესების გატარება. დანარჩენი, რასაც უყურებთ, ეს არის მხოლოდ ზედაპირი. სიღრმეში რომ წავიდეთ, არის ეს. იმიტომ, რომ ეს დაფინანსებები იქნება მცირე, ამას დაემატა ისიც, რომ ძირითადი დაფინანსებები, საიდანაც ისინი მარაგდებოდნენ, შემოვლითი გზებით, მაგრამ მაინც, ეს იყო USAID, ეს იყო NED, ეს იყო ის ამერიკული ფონდები, რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ დახურა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს შემოსავლებიც მოაკლდა და კიდევ უფრო მცირე გახდა ეს დაფინანსება. ამიტომ, ამ მცირე დაფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლას უყურებთ, არაფერია ისეთი, მაღალ მატერიებს ნუ გამოეკიდებით, იქ არაფერი არ არის", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთესიმედი
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსთავი 2

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

რუსთავი 2

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რუსთავი 2