მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბერის 18:00 საათამდე, მეორადი ჩარიცხვის მიზნით, აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - "ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა", გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.

პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:

საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; პროგრამის სწავლის საფასური; ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც:

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2