მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "იფსოსის" კვლევამ აჩვენა, რომ ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს. ფრიდრიხ მერცს კი, ქვეყნის მოსახლეობის 79% არ ენდობა.

გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ბილდის" დაკვეთით ჩატარდა.

კვლევას მმართველ გუნდშიც აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ორი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგების შესახებ ამბობენ, რომ ეს ევრობიუროკრატიის მორიგი მარცხი და არაფორმალური ძალების მორჩილების შედეგია.

ევროპელი ლიდერების რეიტინგის კლება არ აკვირვებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მაკრონი და მერცი მიგრაციულ გამოწვევებს ვეღარ უმკლავდებიან.

"აქ გასაკვირი არაფერი არ არის. როგორც ეკონომიკური მიმართულება, ასევე უკრაინისადმი დამოკიდებულებაც არასწორად განავითარეს, რამაც გამოიწვია უკანონო მიგრაცია.

მიგრაციის პოლიტიკის არქონის, ან ძალიან მცდარი მიგრაციული პოლიტიკის გამო, ფაქტობრივად, ისეთ ზღვარზე მივიდნენ, რომ ვეღარ აკონტროლებენ მას.

ამის თაობაზე ტრამპიც კი მიუთითებდა ამ ქვეყნის ლიდერებს, რომ უკანონო მიგრაციის წახალისებით კატასტროფამდე მიიყვანეს ევროპა.

ამ დროს, ორივე ქვეყანაში გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ზუსტად ამ ორი მიმართულებით უტევენ მმართველ ძალას, როგორც მაკრონს, ისევე მერცს. ისინი პოპულარობას იძენენ ყოველდღიურად უფრო მეტს, ვიდრე ჰქონდათ გუშინ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2