მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "იფსოსის" კვლევამ აჩვენა, რომ ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს. ფრიდრიხ მერცს კი, ქვეყნის მოსახლეობის 79% არ ენდობა.

გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ბილდის" დაკვეთით ჩატარდა.

"იფსოსის" კვლევას მმართველ გუნდშიც აფასებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ევრობიუროკრატიის მორიგი მარცხი და არაფორმალური ძალების მორჩილების შედეგია.

"ეს არის იმის გამოხატულება, რომ ევრობიუროკრატიამ, სამწუხაროდ, დიდი ხანია, უღალატა იმ პრინციპებს და ფუნდამენტურ იდეას, რომლის გარშემოც შეიქმნა, როგორიც არის: დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, მშვიდობა.

ისინი აღარ ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე და მოქმედებენ "დიფ სთეითისა" და დავალებების შესაბამისად. ამის გამოხატულებაა ეს რეიტინგებიც, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2