მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის მიზანი საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების, აგრობიომრავალფეროვნების, უნიკალური ენდემური სახეობებისა და ქართული ჯიშების დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაა.თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ეროვნული გენეტიკური ბანკი უზრუნველყოფს ქართული და საერთაშორისო მცენარეთა გენეტიკური რესურსების გასამრავლებელი მასალების საშუალო და გრძელვადიან შენახვას. ბანკი ასევე ხელს შეუწყობს გენეტიკური რესურსების კონსერვაციას, კვლევას, აღდგენას, სელექციურ პროცესებში გამოყენებასა და გავრცელებას."საქართველო გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. იგი მრავალი კულტურის პირველადი წარმოშობის ადგილია, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ხორბალსა და ვაზს უკავია. მრავალათასწლიანი ისტორიისა და მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შედეგად მიღებული გენეტიკური რესურსების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ერთიანი ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საიმედო შენახვის პირობები მოგვცემს შესაძლებლობას, ქართული კულტურების გენეტიკური რესურსები გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ და მათი სამომავლო გამოყენებისთვის შესაბამისი სამეცნიერო საფუძველი შევქმნათ", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2