მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.სასამართლომ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ ქონება - ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე სახლი, დაბა წყნეთში მდებარე სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

ვასილ მხეიძეს ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, თუთუნი, სიგარეტი ღერები, დანადგარები.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2