მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზე
ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზე

ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზე

რუსთავი 214 სექტემბერი, 2026, 13:57|rustavi2.ge

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, ვასილ მხეიძე საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებს.

"გაფორმდა საპროცესო შეთანხმება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაფორმდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად, ბატონი ვასილი დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე დღეში.

ბატონ ჯუანშერს მიესაჯა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, სამ წელს გაატარებს საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ჩამორთმეული არის უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და ამას გარდა დანიშნული არის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა", - აცხადებს ადვოკატი.

სასამართლომ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით სასჯელად. მასვე, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით. ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ. მათ 100 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართებაიმედი
  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →ადვოკატი →ქონების →

მსგავსი სტატიები

პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე: მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და ეს ყველაფერი სისუსტის გამოძახილია, ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა, არის ამის გამოხატულება, ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

პრემიერი: გეკა გელაძე გამორჩეული პროფესიონალია, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შსს-ში, ასევე სუს-ში, მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები, რაზეც თავად არ ისურვა საუბარი

ირაკლი კობახიძე: ევროპაში სერიოზული პრობლემებია, საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს