მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, თამაზ ბორაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს 20 წელზე მეტია ემსახურება.

ასევე, მან მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის.

"ბატონო პრემიერო, პირველ რიგში, მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ვემსახურები. ჩემი არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება.

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები, ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და უსაფრთხოების გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ღირსეული ხელმძღვანელობისთვის და წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გამოწვევებში," - განაცხადა ბრიფინგზე თამაზ ბორაშვილმა.შეგახსენებთ, რომ გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2