მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ სპექტრში არსებულ დაპირისპირებას და ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, ოპოზიციის შიდა კინკლაობა, შავი ფულისა და პოლიტიკური კორუფციის შესახებ საუბრები, მათ რეალურ სახეს ააშკარავებს, რაც საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ განულებამდე და ქვეყნის დემოკრატიის გაჯანსაღებამდე მიიყვანს პროცესებს.

"ილუსტრაცია ამაზე მეტი ალბათ არ არსებობს, ამ ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერაში, ერთი აგენტურული ოპოზიცია მეორეს დებატებს სთავაზობს, მეორე უარს აცხადებს. აქ ძალიან კარგად ჩანს მთლიანად აგენტურული ოპოზიციის რეალური სახე.

აქ ჩვენ ვხედავთ შავ ფულზე საუბარს, ვინ ვის მისცა, როგორ დაიხარჯა, როგორ მოხდა ამ შემთხვევაში პოლიტიკური კორუფცია, ამაზე მეტი რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ. ბევრი სიმართლე ვლინდება, მჟღავნდება, შეიძლება სადღაც ტყუილიც იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არის ის პროცესი, რომელიც საბოლოოდ ამ რადიკალური აგენტურული ოპოზიციის განულებას მოიტანს შედეგად და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2