მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. გარიგებულები და გაყიდულები - ყოფილ და მოქმედ ნაციონალებში კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. სააკაშვილის პარტიაში ოპოზიციური ველის გასუფთავებაზე საუბრობენ, მათგან წასულებს კი გაყიდულებს და მოღალატეებს უწოდებენ. პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. ერთობის მომხრეები არიან თუმცა ემიჯნებიან მათ ვინც მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება. ფავლენიშვილის ბრალდებებზე სხვა პარტიებს ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ. მმართველ გუნდში კი ოპოზიციაში დაპირისპირების უწყვეტ სერიას მიესალმებიან.

"თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია მატყუარაა.

"ნიკა გვარამია ჩვეულებრივი მატყუარაა, ამიტომ ახლა როგორ დაგიმტკიცოთ ის, რომ მე რაღაცას არ ვაკეთებ. მე შეიძლება ზოგადად მინდოდეს ყველასთან თანამშრომლობა "ქართულ ოცნებასთანაც", ნაც მოძრაობასთანაც, მაგრამ არ ვთანამშრომლობთ და მთელი ამბავი იმაზეა, რომ რამენაირად თავი თავი გადაირჩინოს და სხვაზე გადაიტანოს ყურადღება და ნუ მე მგონი გვარამიას ამბავი უკვე დასრულებულია.

მე მგონი საბოლოო ჯამში ეს საქმე ბოლომდე მიხელ სააკაშვილმა უნდა მიიყვანოს მისი ლილიპუტი იყო გვარამია და მისი მოღალატე იყო და იმედია გვარამიას, პოლიტიკური დასჯა საკმარისი იქნება, რომ მეტი არავინ გაიმეოროს იგივე ჩვენს პოლიტიკაში,"- აცხადებს რაქვიაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2