მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - "ჯითი გრუპმა" თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - "ჯითი გრუპმა" თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - "ჯითი გრუპმა" თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

რუსთავი 214 სექტემბერი, 2026, 15:52|rustavi2.ge

მსოფლიოში ახალი ენერგიის ავტომობილების ლიდერი BYD საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი „ჯითი გრუპია“ - საავტომობილო ინდუსტრიაში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლდინგი, რომელიც საქართველოს ბაზარზე ისეთ პრემიუმ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა BMW, Land Rover და Jaguar.

თბილისში პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა ბრენდის შემოსვლის საწყისი ეტაპია, რომელიც ქართველ მომხმარებელს BYD-ის მოწინავე ტექნოლოგიებთან და „ჯითი გრუპის“ მრავალწლიან გამოცდილებასთან აკავშირებს. ოფიციალური წარმომადგენლობა მომხმარებელს უკვე სთავაზობს: • ოფიციალურ საგარანტიო პირობებსა და პროგრამულ განახლებებს; • ავტორიზებულ სერვისს სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან; • ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და გაყიდვის შემდგომ სრულ მხარდაჭერას.

BYD-ის ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა უსაფრთხო Blade Battery და DM-i სუპერ ჰიბრიდული სისტემა, საქართველოში ეკომეგობრული მობილობის ახალ ეტაპს უყრის საფუძველს. „ჯითი გრუპის“ სტრატეგიული ხედვა ბრენდის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ განვითარებას ითვალისწინებს: 2027 წელს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #218-ში, BYD-ის სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ფლაგმანური შოურუმი და მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება და გაიხსნება. პარალელურად, რეგიონული გაფართოების ფარგლებში, იგეგმება ოფიციალური შოურუმისა და სერვისცენტრის დამატება ბათუმშიც.

ამასთანავე, მომხმარებელთათვის ნებისმიერ მანძილზე კომფორტული და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, აქტიურად მიმდინარეობს BYD-ის ულტრასწრაფი დამტენების ქსელის განვითარების პროექტზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ასევე კახეთსა და სხვა რეგიონებში დამონტაჟდება უახლესი თაობის დამტენები, რომლებსაც ავტომობილის სრულად დამუხტვა საშუალოდ სულ რაღაც 9 წუთში შეუძლია.

ოფიციალური გახსნის ღონისძიებას BYD-ის მაღალი რგოლის მენეჯმენტი, ქართული ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოს მუსიკალური კონცეფცია სპეციალურად ამ მოვლენისთვის შექმნილი კომპოზიციით არტისტმა ანუშკა ჩხეიძემ გააფორმა.

პირველ ეტაპზე შოურუმში წარმოდგენილია საქართველოს ბაზრისთვის ბრენდის მიერ ოფიციალურად ავტორიზებული სამოდელო რიგი, რომლებზეც ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია. სამოდელო პორტფელი მუდმივად განახლებადია და ეტაპობრივად ბრენდის უახლესი გლობალური მოდელებით შეივსება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • "თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებიფორმულა
  • "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება- "თბილისი მოლის" განცხადებატვ პირველი
  • "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება|"თბილისი მოლის" განცხადებაBM.GE
  • შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსიმედი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

"ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდება

"ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდება

რუსთავი 2

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუს-ის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 16 სექტემბერს იმსჯელებს

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუს-ის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 16 სექტემბერს იმსჯელებს

რუსთავი 2

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

რუსთავი 2