მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე
ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე

რუსთავი 214 სექტემბერი, 2026, 17:10|rustavi2.ge

ფინანსური ბაზრები ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა, ეროვნული ბანკის მიზანს კი პროცესის ტექნოლოგიური და რეგულაციური ხელშეწყობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარება და არსებული დადებითი დინამიკის კიდევ უფრო აჩქარება წარმოადგენს, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.

„Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე. სწორედ ეს არის დღევანდელი ღონისძიების დანიშნულება, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება და ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების საქმეში“ - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის წარმატება დამოკიდებულია კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობაზე, ასევე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და ტექნოლოგიური სისტემების დანერგვაზე. მისი თქმით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია დაკავშირებულია რისკებთან და ეს რისკები უნდა იყოს მართული, უნდა გაიზომოს, არსებობდეს ლიმიტები და რისკების ტრანსფორმაციის საშუალება რაც ფინანსებში ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია.

“საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ბანკები სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად. მართონ დიდი მოცულობს რისკები ისე, რომ მათი ბიზნესი იყოს დაცული და ჰეჯირების ინსტრუმენტებით კლიენტებს შეღავათიან ფასებში მოემსახურონ“, - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილმა მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

Nasdaq-ის წარმომადგენელი: გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ

Nasdaq-ის წარმომადგენელი: გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ

რუსთავი 2

ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

რუსთავი 2

"იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილს დაეწყო ღრმა დეპრესია - ინფარქტით გარდაიცვალა, თუმცა, რეალურად, "იმედის" მოვლენებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაზე - ირაკლი რუხაძე