მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026 წლის ყოველწლიური კონფერენციის გახსნით ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება საერთაშორისო თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესს შორის მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას და უფრო მდგრადი, პასუხისმგებლიანი და სანდო ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას.

"დღეს მომხმარებლისთვის პროდუქტის ხარისხთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანია მისი წარმოშობა, წარმოების პირობები, სურსათის უვნებლობა და გარემოზე ზემოქმედება. ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი კი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც პროდუქტის მიკვლევადობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების, ისე მომხმარებლისთვის ინფორმაციის სწრაფად და გამჭვირვალედ მიწოდების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველოსთვის ICPEN-ის 2026-2027 წლების პრეზიდენტობა ამ თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 55-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის მომხმარებელთა დაცვის სფეროში მოქმედი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

2026-2027 წლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პრეზიდენტი უწყებაა. ICPEN მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების სფეროში მოქმედი გლობალური ქსელია, რომელიც 80-მდე ქვეყნის შესაბამის უწყებას აერთიანებს. ქსელი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD), აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის საერთო ბაზარი (COMESA) და სხვა საერთაშორისო პარტნიორები.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2