მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია.

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას.

სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე.

სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ასევე, მოინახულეს დეპარტამენტის ავტოპარკი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები.

დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა უმასპინძლეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2